დაიწყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და განახლებული სახელმძღვანელოების შექმნისა და უცხოური სასწავლო ლიტერატურის თარგმანების შესარჩევად კონკურსისთვის განაცხადების (საპროექტო წინადადების) მიღება.
გაეცანით კონკურსის ჩატარების წესს (დანართი 1), განაცხადის ფორმას (დანართი 2) და შეფასების კრიტერიუმებს (დანართი 3)
მიმდინარე წლის კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 25 სეტემბრიდან და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში ( თსუ I კორპუსი, ოთახი N 207 ) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
- საპროექტო წინადადება (განაცხადი) შევსებული ქართულ ენაზე;
- ფაკულტეტის შესაბამისი ს/ს ინსტიტუტის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული სახელმძღვანელო//უცხოური სასწავლო ლიტერატურის თარგმანი კონკრეტული დარგისთვის მნიშვნელოვანია; სათარგმნად შერჩეული უცხოური სასაწავლო ლიტერატურის შემთხვევაში უნდა მიეთითოს, რომ თარგმანი ქართულ ენაზე გამოცემული აქამდე არ არის;
- შესაბამისი სასაწავლო კურსის სილაბუსი;
- პროექტის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის CV (თარგმანის შემთხვევაში მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
- თარგმანის შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხელშეკრულების ასლი ან მისი პროექტი (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
ერთ აკადემიურ პერსონალს ერთ წელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.
ერთ პირს შეუძლია იყოს ერთი ახალი სახელმძღვანელოს ავტორი, ან ერთი განახლებული სახელმძღვანელოს ავტორი, ან ერთი უცხოური სასწავლო ლიტერატურის მთარგმნელი.
საპროექტო განაცხადი ტიპი - ინდივიდუალური ან ჯგუფური
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულადაც tamarmokverashvili@tsu.ge